ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აჭარაში გვაქვს ტურისტული ნაკადების 25% ზრდა გასულ წელთან...

“აჭარაში გვაქვს ტურისტული ნაკადების 25% ზრდა გასულ წელთან შედარებით, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფუნდამენტური ფაქტორია ტურიზმი სწრაფი აღდგენა.

,,გასულ წელთან შედარებით გვაქვს ტურისტული ნაკადების 25% ზრდა აჭარაში, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში.

ასევე, მდგრადია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი დავგეგმოთ იმ ძალისხმევით, ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების შექმნას, ტურისტული ატრაქციების მოწყობას.

ასევე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი 20 % იანი ზრდა ტურისტული ნაკადების, შესაბამისად, სწორი მარკეტინგული ძალისხმევით და საიმიჯო ღონისძიებებით შევძლებთ, რომ აჭარა გადავაქციოთ ოთხი სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ტურისტების ვიზიტების რაოდენომა რეგიონში 2012 წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ არის გაზრდილი. ხოლო 9 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებზსე ვიზიტების რაოდენობა კი 20% -ით გაიზარდა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...