საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ალექსი ნონიაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა გახანგრძლივდა იმ ავტომფლობელებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერში და 1 იანვრამდე ჩამოყვანა არ ესწრება:
,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრებმა რა მოიტანა გეტყვით.
ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერში, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.
დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება.
ყველას დიდი მადლობა, ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!“, – წერს ალექსი ნონიაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე