ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით...

“ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერში, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან” – ალექსი ნონიაძე

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ალექსი ნონიაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა გახანგრძლივდა იმ ავტომფლობელებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერში და 1 იანვრამდე ჩამოყვანა არ ესწრება:

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრებმა რა მოიტანა გეტყვით.

ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერში, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.

დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება.

ყველას დიდი მადლობა, ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!“, – წერს ალექსი ნონიაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...