ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - "როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა...

პაატა მანჯგალაძე – “როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანტისტებს”

როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანტისტებს, ორგანიზაციებს, მაგრამ არ იცვლება მთავარი, რომ როგორმე საქართველო, რომელმაც გაბედა საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის დაცვა, დაადანაშაულონ აგრესიაში“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია. მისივე თქმით, საქართველოს 2008 წლის ომში დადანაშაულების მცდელობა ღალატის ტოლფასია:

რაც შეეხება ე.წ “ხალხის ძალის”, ანუ იგივე “ქართული ოცნების” დღეს გავრცელებულ განცხადებას, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისტული გზავნილების ტირაჟირება.

როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანტისტებს, ორგანიზაციებს, მაგრამ არ იცვლება მთავარი, რომ როგორმე საქართველო, რომელმაც გაბედა საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის დაცვა, დაადანაშაულონ აგრესიაში.

თავდაპირველად “პატრიოტთა ალიანსი” ახმოვანებდა ამ გზავნილებს, შემდეგ “ალტ-ინფო”, ფრიდონ ინჯია და ახლა “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება”. როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ საქართველო გაამართლა და ნებისმიერი რევიზიის მცდელობა ამ საკითხებში და საქართველოს დადანაშაულება ახდენს ამ ხალხის, ამ ძალების ლუსტრაციას, რომ ისინი 30 ვერცხლის სანაცვლოდ ღიად დაადგნენ საქართველოს ღალატის გზას.

არ ავყვეთ ამ პროპაგანდას, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხალხმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და ჩვენ ერთად, აუცილებლად მოვიტანთ ნამდვილ მშვიდობას ევროკავშირთან ერთად”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას ავრცელებს პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“მეტი რაღა უნდა დაგამციროთ მოძალადეებმა რომ საბოლოოდ გაბრაზდეთ და ხელი მძლავრად შეუბრუნოთ?” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რამდენიმე დღის წინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...