spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია,...

“ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ეს საჭიროებები ეფექტურად დავაკმაყოფილოთ” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომა გამართა და საზოგადოებას დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ერთხელ წარუდგინა.

სრულდება 2023 წელი და მინდა, მოკლედ შევაჯამო, რა შევძელით და რა პროექტები განვახორციელეთ. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჯამში, რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ქუჩაზე ჩატარდა; 26 მილიონი ლარი დაიხარჯა 58 ავარიული შენობა-ნაგებობის გასამაგრებლად; 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1 750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც.

ჯანდაცვის პროგრამებში, ჯამურად, 81 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაიონული გამგეობებისგან დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, 33 000 ბენეფიციარმა კი მიიღო მედიკამენტების დაფინანსება; სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა; გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2 500-მდე მოქალაქე. „კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისთვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სატრანსპორტო გეგმაზე და ზოგადად, წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა; აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა; შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე სრულად შემოვა დედაქალაქში და მოემსახურება მოსახლეობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, 2023 წელს ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 620 პირი.

ჯამში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 2 350 პირი. ამჟამად, მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, ე.წ. კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. N6 და სხვა. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე ორ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას მომავალი წლის გეგმები და ის გამოწვევებიც გააცნო, რაც დღეს ქალაქს აწუხებს.

ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს და მომავალ წელსაც განხორციელდება. ცხადია, არსებობს გამოწვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჩვენ ვართ შემართებით, გვაქვს შესაბამისი განწყობა იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას ვუპასუხოთ ღირსეულად, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მეტი პროექტი, რომ ქალაქი კიდევ უფრო მოწესრიგებული იყოს, უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტი გამწვანებული სივრცე გვქონდეს. მთლიანობაში, ნაყოფიერი წელი იყო. ზოგიერთ პროექტი გრძელდება მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე. მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, მეტი საქმე, რადგან ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ეს საჭიროებები ეფექტურად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...