პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ხალხის ძალას’’ იმ განცხადების შესახებ, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ დაადანაშაულა:
,,მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში არ ყოფილა წინასწარი განხილვა იმ თემის, თუ ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო ეს ომი, ერთადერთი, რაც ვიცით, დოკუმენტი არსებობს, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ხელს აწერს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
შემდგომ ჰააგაში ჩვენ დავადასტურეთ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ამაში არანაირი ბრალი არ მიუძღვით.
ამას დაუძახო ახლა რუსეთის ინტერესები, იმ ადამიანებმა მით უმეტეს, ვინც თავიდან ბოლომდე რუსეთის ინტერესებს საქციელით, განცხადებებით და ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერით უპასუხა – ,,გააპრავა’’, უკაცრავად ჟარგონისთვის, არის ერთადერთი თავდაცვის საშუალება, რომელსაც შეტევა ჰქვია’’, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი