ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ბიჭვინთის აგარაკების რუსეთზე გადაცემის საკითხზე, ,,ქართული ოცნების’’ პოზიციასთან დაკავშირებით:
,,კატეგორიულად მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოსდა ,,ქართული ოცნება’’ ყოველთვის დუმს ამ საკითხებთან დაკავშირებით. არა!
მე მგონია ,,ქართული ოცნების’’ პოზიცია იმთავითვე ცნობილია, მკაფიოდ გაცხადებულია და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურიგებელი ვიქნებით, რასაკვირველია, ვგმობთ ნებისმიერ აქტს, რომელიც არ არის თავსებადი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. იქნება ეს ფაქტობრივი ანექსია, ოკუპაცია, ნებისმიერი აქტი.
არ იკადროთ ასეთი რამ, რომ თქვათ ,,ქართულ ოცნებას’’ აქვს დუმილის პოზიცია არჩეული’’, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი