საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, NATO-ს სპეციალური წარმომადგენელის, ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. ამის გათვალისწინებით, ლილუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ხელისუფლების მიმართ:
,,რეგიონში, გეოგრაფიულ რუკაზე, ახალი სამხედრო ობიექტი ჩნდება. ბუნებრივია, ამაზე NATO-ს ექნებოდა პოზიცია, მაგრამ NATO ვერაფერს ვერ გააკეთებს, მხარს ვერ დაგიჭერს სახელმწიფოს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აბსოლუტურად არაფერი.
იძახიან, რაღაც ლეგენდებს აღვივებენ, რომ ,,ცალი ფეხით თუ რაღაცა ასკინკილით არ შევიდნენ ევროკავშირში” ა.შ. ამ დროს პრაგმატულ პოლიტიკაზე საუბრობენ და რეალურად ბაზას გვიხსნიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განცახდა ბექა ლილუაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი