საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით:
,,ხედავთ, ,,ქართულმა ოცნებამ’’ ისევ თავისი ქოცური გაუშვა.
რას ნიშნავს ,,ქოცური’’? – რომ ევროკავშირმა არ იცის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და თურმე იცის კობახიძემ, მიქანაძემ და კიდევ სხვა ადამიანებმა.
ასე ჩვენ წინ ვეღარ წავალთ!
ყველამ ერთად ჭიდაობა-ჭიდაობით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ახლა დადგა დრო შვცვალოთ ეს ადამიანები, მოვიყვანოთ ევროკავშირი, შევქმნათ სამუშაო ადგილები, ევოპული ინვესტიციები.
კეთილდღეობამ და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში, შემდგომი ასწლეულების მანძილზე’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი