spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიეკატერინე იმედაძე: "სიხშირული რესურსი, რომელიც "სელფი მობაილმა" 5G-ის...

ეკატერინე იმედაძე: “სიხშირული რესურსი, რომელიც “სელფი მობაილმა” 5G-ის დასანერგად გამოიყენა, შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს”

„სელფი მობაილმა” 5G ინტერნეტი საქართველოში დანერგა. მეხუთე თაობის ინტერნეტი სეზონის დადგომასთან ერთად, თავდაპირველად ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე თბილისში – დიდუბესა და დიდ დიღომში იქნება ხელმისაწვდომი. 5G-ის გაშვების ღონისძიება სიტყვით ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და კომპანიას აღნიშნული სიახლე მიულოცა:

მინდა მივულოცო სელფი მობაილს 5G ინტერნეტის გაშვება საქართველოში, ასევე იმ აბონენტებს, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული ეტაპის დასაწყისია, რადგან ის სიხშირული რესურსი, რომელიც აგვისტოში ComCom-მა აუქციონის სახით გასცა და რომელიც „სელფი მობაილმა” 5G-ის დასანერგად გამოიყენა – შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც 5G ქსელისთვისაა საჭირო.

ამ სიახლით ჩვენ დავდგებით ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მსოფლიოს სხვა ტექნოლოგიურად მოწინავე სახელმწიფოებია.”- განაცხადა ComCom-ის წევრმა და ოპერატორს წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინა. აუქციონის ფარგლებში, „სელფი მობაილმა” აიღო ვალდებულება ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი დაენერგა, შესაბამისად, „სელფი მობაილი” ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამის ლიცენზიას ფლობს.

ინფორმაციისთვის: 5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...