შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი შეთავაზება პარტიასა და არაპარტიულ თანამებრძოლებს "პოლიტიკური აქტიურობის...

“ჩემი შეთავაზება პარტიასა და არაპარტიულ თანამებრძოლებს “პოლიტიკური აქტიურობის და ერთიანობის კომიტეტის” შექმნაზე” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებებთან ერთად ინიციატივა წამოაყენა “პოლიტიკური აქტიურობის და ერთიანობის კომიტეტის” შექმნასთან დაკავშირებით:

ჩემი შეთავაზება პარტიასა და არაპარტიულ თანამებრძოლებს “პოლიტიკური აქტიურობის და ერთიანობის კომიტეტის” შექმნაზე.

ეს ორგანო უნდა იყოს ამერიკული PAC ან SUPERPAC კომიტეტის ანალოგი. წევრები ვიქნებით მე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ამერიკიდან და 2 წარმომადგენელი ევროპიდან, ენმ-ის ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების გამორჩეული პირები, რომლებიც მაღალი ავტორიტეტითა და ცნობადობით სარგებლობენ მოსახლეობაში.

ეს იქნება პატარა (არაუმეტეს 20-25 წევრისა), მოქნილი და ბიუროკრატიული სტრუქტურიზაციისგან თავისუფალი პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობით და კონსენსუსით უხელმძღვანელებს ჩვენს საქმიანობას გარდაუვალი გამარჯვების გზაზე.

კომიტეტის გადაწყვეტილებები მიღებული იქნება გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიული საჯარო დისკუსიის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებები ჩამოაყალიბებენ კონკრეტულ პროგრამებს, რომლითაც ენმ-ის არსებული სამდივნო იხელმძღვანელებს თავის პრაქტიკულ საქმიანობაში.

ახლა კი გვინდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ეს არ იქნება კიდევ ერთი ახალი და არასაჭირო ბიუროკრატიული წარმონაქმნი, ეს კომიტეტი მოიაზრება როგორც ჩქარი “რეაგირების და იდეების გენერალური ინსტრუმენტი”. გარდა ამისა, ეს იქნება ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, თუნდაც მწვავედ დაპირისპირებული იდეების შეჯიბრებითობის პრინციპის გაღვივებას.

ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის ფუფუნებას, რომ დავუშვათ სიტუაცია, როდესაც განსხვავებული სამომავლო ხედვები, სამოქმედო გეგმები და გამომდინარე ბრძოლის მეთოდები ხდება პარტიის განხეთქილების მიზეზი და იწვევს დაბნეულობას, ან გაურკვევლობას ენმ-ის თავდადებულ ამომრჩეველთა შორის.

და ბოლოს, ასეთი ჯგუფები არსებობს ბევრ ქვეყანაში, არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ გადაწყვეტილებას ყრილობას, ან პლენუმს, ან რაიმე სპეციალურ თავშეყრას და არ არის მუდმივი ორგანო, ანუ ემსახურება სპეციფიკური კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, ამ შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...