შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"გაცემულ რეკომენდაციაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. "შარლ მიშელის"...

“გაცემულ რეკომენდაციაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. “შარლ მიშელის” დოკუმენტს უნდა დავუბრუნდეთ” – ანა კობახიძე ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის დასკვნაზე

რაც შეეხება თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას, ვენეციის კომისია დამაბნეველს უწოდებს და ამბობს, რომ არსებობს საფრთხე – ისევ ერთი პარტიის მიერ შერჩეული თავმჯდომარე და წევრები მივიღოთ”, – ასე გამოეხმაურა ცესკო-ს წევრი “სტრატეგია აღმაშენებლიდან” ანა კობახიძე ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას.

მისი თქმით, თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბუნდოვანია, რასაც ვენეციის კომისიის აღნიშნული განცხადებაც პირდაპირ ცხადჰყოფს:

ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დასკვნაში რამდენიმე პუნქტში ხაზგასმით არის ნახსენები დაბალი ნდობა საზოგადოებაში საარჩევნო პროცესის და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ამომრჩევლების მხრიდან. ამას მოწმობს ასევე ბოლო წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც.

რეკომენდაციაში საუბარია, რომ რეფორმა უნდა მოიცავდეს წინა წლების რეკომენდაციების გათვალისწინებას, იგი უნდა იყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე, რაც შემდგომ უზრუნველყოფს სწორედ ნდობის დაბრუნებას.

რაც შეეხება თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას, კომისია დამაბნეველს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს საფრთხე ისევ ერთი პარტიის მიერ შერჩეული თავმჯდომარე და წევრები მივიღოთ.

გაცემულ რეკომენდაციაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. ,,შარლ მიშელის” დოკუმენტს უნდა დავუბრუნდეთ, სადაც კარგად არის გაწერილი როგორ შეიძლება გვყავდეს კონსესუსური პირები ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე”, – განაცხადა ანა კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...