ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია, მხარდამჭერებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მორიგ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
,,ზუსტად ასე გავაგრძელებთ! ვერაფერს ვერ იტყვიან. გამოვლენ, ბინძურად გაილანძღებიან… გამოვლენ და რაღაცას დამიძახებენ რა, გამლანძღავენ, იტყვიან – ,,ნარკომანი, უზრდელი ან მოღალატე”…
მაგათ ჰგონიათ, რომ მე ერთი ნერვი შემიტოკდება ახლა?! ვერავინ და ვერაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს. ეს ნერვული წიკები მაგიტომ აქვთ, რომ იციან, ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგვაჩერებს. არანაირი შანსი არ არის, ნოლი აქვთ შანსი.
კიდევ მინდა ვურჩიო, რომ სიმართლე ნუ სწყინთ. ნუ გწყინთ სიმართლე! იმიტომ, რომ ჩვენ სხვა გზა აღარ გვაქვს. აღარ არსებობს სხვა გზა. სიმართლის დრო დადგა უკვე ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


