spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისახალხო დამცველის განცხადება გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილ არსებით ხარვეზებს, რასაც ეფუძნებოდა სახალხო დამცველის მიერ მის შეწყალებასთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რა ვერსიაც გამოძებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა.

როგორც გამოძიების, ისე – დახურული სასამართლო პროცესის სრულყოფილი შესწალის შედეგად სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში, სადაც მითითებულია გამოძიების ეტაპზე დაშვებული ისეთ საპროცესო ხარვეზებზე, რომლებიც სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პროცესის საბოლოო შედეგზე, კერძოდ:

🔹 სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამ ხელი შეუწყო ბრალდებულის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის გაჩენას განაჩენის გამოტანამდე;
🔹 ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება და პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და არათანაბარ პირობებში აყენებდა დაცვის მხარეს;
🔹 მხარეთა თანასწორობის დარღვევა კიდევ უფრო საგრძნობი ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების განგრძობადი გასაჯაროების ფონზე;
🔹 საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საქმის მთავარი ნეიტრალური მტკიცებულების – აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება;
🔹 პროკურატურის მოქმედებების შედეგად, დაცვის მხარისთვის შეუძლებელი გახდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება.

ამ და სხვა საგულისხმო ხარვეზების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე იქნა გადატანილი და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში, მათ შორის, შეწყალების კომისიის წევრობის დროს, მხარს უჭერდა გიორგი მამალაძის შეწყალებას. შეწყალების კომისიის გაუქმების შემდგომ სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებდა, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განხილულიყო შესაბამისი პროცედურების დამტკიცებისთანავე.

სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...