spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა, მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, რომ უნდა მიიღოს ზუსტი...

“მინდა, მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, რომ უნდა მიიღოს ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებები, თანაც დროულად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

,,არ მიმაჩნია სწორად ადამიანის დამუნათება ან რაიმე პრობლემაზე ნიშნის მოგებით საუბარი, ამდენად მინდა სწორად გამიგოთ. მინდა, მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, რომ უნდა მიიღოს ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებები, თანაც დროულად. პრეზიდენტმა სწორად გადალახა უკვე ყველა ის პრობლემა, რაც მას დააბრუნებს თავის წინაპართა ჭეშმარიტ გზაზე და ეს ჩვენს ისტორიას გააერთიანებს. ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და წრფელი.

ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული სახელმწიფო და კანონიერი რესურსები.

მართალია, დაშვებული შეცდომები ბევრია, მაგრამ მთავარი ახლა და ამ წუთში მიღებული გადაწყვეტილებები იქნება… ისტორია თქვენგან ამას მოითხოვს. პირველ რიგში, უნდა გაათავისუფლოს პუტინის ტყვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არ უნდა დატოვოთ საპყრობილეში ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, არც მამა გიორგი მამალაძე და სხვა უკანონოდ დაპატიმრებულნი.

მე ერთხელ უკვე გამოვთქვი ეს ჩემი მოსაზრება პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. ახლა, ისევ მინდა გავიმეორო ეს თხოვნა. თუ ევროპის კარზე დავაკაკუნეთ და მათ გაგვიხსნეს კარი, ახლა ჩვენი ჯერია… დიახ, ახლა თქვენ შეგიძლიათ მეტი ენერგიით შეებრძოლოთ იმ უსამართლობას, რაც თქვენც განიცადეთ საკუთარ თავზე…“, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...