კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის ინტერესების, უსაფრთხოების, ეკონომიკური...

“ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის ინტერესების, უსაფრთხოების, ეკონომიკური პრობლემების ფეხებზე დაკიდების პოლიტიკაა, რასაც ეს რეჟიმი აწარმოებს” – გია ბარამიძე საქართველოს ხელისუფლებაზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური მდივანი, გია ბარამიძე ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას ახდენს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს:

,,როცა ეროვნული ხელისუფლება იქნება, მაშინ იქნება პრინციპული, ამავდროულად, არ გაღიზიანების პოლიტიკა და არა ის პოლიტიკა, რაც აქვს ამ ხელისუფლებას – ოკუპაციასთან შემრიგებლური, ოკუპაციაზე თვალის დახუჭვის, ოკუპანტთან თანამშრომლობის ანუ კოლაბორაციონისტული და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკა.

ბოდიშს ვიხდი, ჩვენი ხალხის, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის ინტერესების, უსაფრთხოების, ეკონომიკური პრობლემების ფეხებზე დაკიდების პოლიტიკაა, რასაც ეს რეჟიმი აწარმოებს‘’, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ინფორმაციისთვის: ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებლის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, გაჩნდა ახალი საოკუპაციო ბანერი. აღსანიშნავია რომ ეს, საქართველოს ამ რეგიონში, მცოცავი ოკუპაციის პროცესის პირველი ფაქტია.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...