ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთ-ერთ შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართავს:
,,2024 და 2025 წელს, თქვენმა თაობამ თავისი სიტყვა თუ არ თქვა და თქვენმა თაობამ თუ არ უთხრა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას რომ, – ,,იცით რა, ასე ცხოვრების გაგრძელება ჩვენ აღარ გვინდა“… მოვიდა დრო, რომ ეს საბჭოთა ელიტა პოლიტიკაში და კიდევ სხვა ბევრ განზომილებაში ქვეყნის ცხოვრების, უნდა შეიცვალოს.
თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ეს ელიტების ცვლილება მოხდა რამდენჯერმე. ჩვენთან ერთი და იგივე… ერთი და იგივე ადამიანები, სახეები ან ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანების შვილები, შვილიშვილები და ა.შ.
ეს უნდა დამთავრდეს!
საქართველოს ადამიანური რესურსების გარდა, სხვა აქტივი არ გააჩნია. საქართველოს ყველაზე მთავარი აქტივი არის ადამიანური რესურსი.
ახლა წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, სადაც კორუმპირებული ელიტებია, კორუფცია ყვავის, ნეპოტიზმი არის სოციალური ლიფტების ერთადერთი, ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა, ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის ნიჭიერი, ერთხელ ცდის, მეორედ ცდის, მესამედ – დაჯდება თვითმფრინავზე და წავა იქ, სადაც სამართლიანი კონკურენტული გარემოა.
ეს არის უიმედობა, მეტი კი არაფერი არ არის…
ამიტომ ეს ყველაფერი შესაცველია არჩევნებით, არ-ჩევ-ნე-ბით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


