spot_img
მთავარიკანონი და სამართალისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობის ფაქტებზე, ქ.ახალციხეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდში იქნა მხილებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს.

2023 წლის 19 ნოემბერს, სამართალდამცავმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2023 წლის 27 ნოემბერს, ახალციხის რაიონში, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა და განმეორებით სცემა, ხელი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა და ორივე ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დანაშაულის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები გამოითხოვა. დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით ერთ-ერთ დაზარალებულს სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა. ასევე, მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ინსპექტორი ძალადობის ბრალდებით იქნა დაკავებული.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...