ორშაბათი, მაისი 12, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე: "სალომე ზურაბიშვილი ისეთ განცხადებებს...

კახა კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე: “სალომე ზურაბიშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერია მოსალოდნელი”

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტს პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც დღეს რატომღაც შეიცვალა:

არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასჯელს იხდის, თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მიიღებს თუ არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას, ეს საკითხი ქართულ პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს:

აღნიშნულ საკითხს ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, არც ოპოზიციურ სპექტრში. რას ამბობენ უცხოელები ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა.

როდესაც საქართველოში გქვია პოლიტიკოსი, გაქვს პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, შენი ქვეყნის მოსახლეობაში უნდა მოიპოვო ავტორიტეტი და მხარდაჭერა.

გახსოვთ არჩევნები, როგორი ნეგატიური განწყობა იყო მის მიმართ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც. საარჩევნო ბანერებში ჩვენი ფოტოსურათების განთავსება მოგვიწია. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ. დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...