spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილაშა დიაროვი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს...

ლაშა დიაროვი: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო”

გამარჯვების კოალიციამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა, სადაც მთავარ განსახილველ საკითხებს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი წარმოადგენდა.

შეხვედრას ახალგაზრდები, უცხოელი სტუმრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის თქმით, ხვალ საქართველოსთვის ისტორიული დღეა, შესაბამისად ფორუმზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს:

დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. როგორც ვიცით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის დღეა და სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრაც.

ჩვენ გვყავდა სტუმრები ნიდერლანდებიდან, ასევე ჩვენი უცხოელი კოლეგები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები და გვქონდა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და დებატები სწორედ ამ საკითხების გარშემო.

დარწმუნებული ვარ, რომ დადებითად გადაწყდება კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი საქართველოსთვის, ვიმსჯელეთ იმ თემაზე, თუ რა ბენეფიტებს მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა უამრავი ახალგაზრდა, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო“ – განაცხადა ლაშა დიაროვმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...