სამშაბათი, აპრილი 8, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"თქვენ ამოწურეთ რესურსი და ისტორიაში შეხვალთ, როგორც...

“თქვენ ამოწურეთ რესურსი და ისტორიაში შეხვალთ, როგორც გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნი” – მაია ბითაძე ოპოზიციას

მინდა ჩვენს ოპოზიციურ ძალებს ვუთხრა, რომ საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული კვირაა და ასეთი არათანმიმდევრულები ჯერ არ ყოფილხართ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისი შეფასებით, ოპოზიციის არათანმიმდევრული განცხადებები აჩვენებს, რომ მათ საკუთარი რესურსი ამოწურეს:

თქვენი გამოსვლები თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ, იმდენად ფუჭად გაიარა თქვენმა მუშაობამ მიმდინარე წლის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ გაასმაგებული ძალებით ცდილობდით დაგეზიანებინათ ეს ქვეყანა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ მიგვეღო დადებითი რეკომენდაცია და ახლაც ცდილობთ, რომ კვლავ დაზიანდეს ეს პროცესი, „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“. შესაბამისად, ხალხსაც აღარ ესმის თქვენი თუ რა გინდათ.

საუბარი იყო იმაზე თუ როგორ შევა ისტორიაში „ქართული ოცნება“. მეგობრებო, „ქართული ოცნება“ ისტორიაში უკვე შევიდა იმით, რომ ამ ხელისუფლების დროს მოხდა რატიფიცირება, ვიზალიბერალიზაცია – რაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებებია. მაგრამ თქვენ შეხვალთ ისტორიაში, როგორც გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელსაც უკვე რა უნდა, აღარ ვიცი.

საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე „ქართული ოცნება“ დისტანცირდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ეტყობა არ უყურებთ საინფორმაციო გამოშვებებს ან მიზანმიმართულად ამახინჯებთ პროცესებს, რადგან დღესაც თქვენი კოლეგა, კომიტეტის თავმჯდომარე ბუნდესტაგში იმყოფება. დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზეა. ბატონი ირაკლი ბერაია სამთავრობო და საპარლამენტო გუნდთან ერთად რამდენიმე დღის წინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა. თანმიმდევრობა დაკარგეთ და საერთოდ არეულები ხართ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას...

პაატა მანჯგალაძე კონკრეტული ფაქტების გახსენებით და შეფასება-მინიშნებებით "ქართულ ოცნებას"...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...