spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო

ComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის “მასტერკლასს” ონლაინ ლექციების კიდევ ერთი  სერია დაემატა, რომლის ავტორიც პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი კაკაბაძეა. მასტერკლასი განკუთვნილია პროდიუსინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

“მასტერკლასის” ფარგლებში, ირაკლი კაკაბაძე მსმენელს ისეთი წარმატებული სერიალებისა და გასართობი შოუების შექმნის გამოცდილებას გაუზიარებს, როგორებიცაა “შუა ქალაქში”, “კაცები” “იდეალური დედა” “დავით გოგიჩაიშვილის ღამის შოუ” და სხვა. კერძოდ, ავტორი ლექციებზე მიმოიხილავს პროექტის წარმატებისთვის აუცილებელ პირობებს, შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის პრინციპებს, პროდიუსერობისას არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მაგალითებს და იმ ფორმულებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მსგავს პროექტებზე მუშაობისას. გარდა ამისა, ონლაინ ლექციების ფარგლებში, მსმენელი სატელევიზიო პროდუქტების იუთუბ პროდუქტებად ტრანსფორმირების პროცესსაც გაეცნობა.

მედიააკადემიის “მასტერკლასი” ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 12 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიით დაინტერესებულ ადამიანებს მეორე წელია, “მასტერკლასით” აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადებას სჭირდება. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება

თბილისის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით: იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია....

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

🐦კავკასიური ყარანა (Phylloscopus) – ჩვენი მაღალმთიანეთის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...