spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან...

“როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე ამერიკულ ინვესტიციებს შემოვიტანთ” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა -თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ აშშ-ში, სენატში გამართულ ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს.
ფორუმზე განხილულ მთავარ თემებს ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს:

ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც იმართება სენატში და მთავარი გზავნილი – გზა უსაფრთხოებისკენ გადის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზით და ჩვენი ამერიკელი და საერთაშოსირო პარტნიორები მზად არიან საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარონ. ამისთვის საჭიროა – მეტი ვაჭრობა, მეტი დასავლური და ამერიკული ინვესტიციები.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ეს, რომ ვითანამშრომლობთ უფრო სიღრმისეულად. პატრიოტი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ახლა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მსჯელობა ძალიან კონკრეტული და ცალსახა იქნება, რაც სამუშაო ადგილებს ნიშნავს, ინვესტიციების შემოსვლას ნიშნავს, განვითარებასა და საბოლოოდ, უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ისინი ამ დისკუსიებში არ არიან.

როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე ამერიკულ ინვესტიციებს შემოვიტანთ. თავისუფალი ვაჭრობაც გვექნება, სავიზო რეჟიმებსაც გავამარტივებთ და წავალთ წინ, მთავარია „ქართული ოცნება“ , რომელმაც ჩიხად გვაქცია მოვიშოროთ და წავიდეთ წინ განვითარებისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...