ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან...

“უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე – გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ” – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს

უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე – გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ, თუ მზად ხარ, შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკას არ იცნობს.

ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნული პრობლემის გარშემო მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ამბობს, რომ თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მოუგვარებელი პრობლემა არ არის:

კახი კალაძეს მინდა გამოვეხმაურო:

პირველი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ხდება, ეს არის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და ეს არის სიმართლე.

მეორე – ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ამის გადაწყვეტის გზები არ არსებობს, ვაშინგტონში ვარ ახლა და თუ აშშ-ს დედაქალაქში გადაჭრეს ეს პრობლემა, შესაძლებელია საქართველოშიც გადავწყვიტოთ.

მესამე – თუ შენი შეთავაზება ძალაშია, რომ მზად ხარ მოისმინო საქმიანი შეთავაზებები და ეს არ არის მოჩვენებითი, გთავაზობ, რომ ორშაბათს თბილისში ვიქნები და შენთვის სასურველ დროს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ურბანისტებთან ერთად დავსხდეთ და გავიაროთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს და სამი კომპონენტისგან შემდგარი გეგმა გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რომ ცოტა მაინც შევამსუბუქოთ ეს ვითარება, შემდგომ კი დავსახოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, რაზეც ძალიან ბევრი მოსაზრება გვაქვს.

უხამსი ეპითეტები საქმეს ხელს უშლის და მაინც მოგიწოდებ, რომ შეიკავო თავი ამ უხამსი ეპითეტებისგან და ველი შენგან გამოხმაურებას, თუ მზად ხარ, ჩვენც მზად ვართ, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...