შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივდივარ თუ არა? - დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ,...

“მივდივარ თუ არა? – დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში!“ – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიგინგზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება გააცნო – პარტიიდან წასვლის თაობაზე:

დღეს პოლიტიკურ კლასში, არცთუ ისე მცირე ნაწილს პოლიტიკოსებისას სჯერა, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის ფული, მე კი მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა. ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები.

მჯერა, რომ ახალი გამარჯვების გზა იქნება ეს და არა პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩართვა.

ახლა მაქვს ორი არჩევანი: არჩევანი, რომელიც გულისხმობს ნიღაბის გაკეთებას და პოლიტიკური ცხოვრების ასე გაგრძელებას ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან, პირველ რიგში და ბოლომდე მართალი თქვენთან. მაქვს არჩევანი ჩავერთო პოლიტიკურ ვაჭრობაში ან დავრჩე თქვენთან, ხალხთან ერთად და დავამარცხო ეს მანკიერი სისტემა. თვეების განმავლობაში ვეცადე ყველაფერს, რომ ამ პრინციპებს გაემარჯვა “ნაციონალურ მოძრაობაში”, მაგრამ მართლაც “ყრუ კედელი” დაგვხვდა და აქაურობა იქცა მანკიერ “მოჯადოებულ წრედ”.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე არის მთავარი ბრძოლის იარაღი. სიმართლეს ეყოლება იმაზე მეტი მხარდამჭერი, ვიდრე ვინმემ შეიძლება იყოდოს ხალხი. მართალი ხალხი არ იყიდება!

მე მჯერა, რომ ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი ვიქნებით ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ გამარჯვებისკენ, წინ თავისუფლებისკენ, წინ ცვლილებებისკენ, წინ ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისკენ ქვეყანაში. მივდივარ თუ არა? – დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში!“, – აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...