შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაშაორის ტბაზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტი

შაორის ტბაზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ 600 ცალი „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის მოზრდილი კალმახი ტბა შაორში გაუშვა.

ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია შპს “შაორის ტბის” ერთობლივი პროექტი მიზნად შაორის ტბაზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენას ისახავს.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს “წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 20 000 ცალზე მეტი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს “წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა გათევზიანება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...