spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ხელის დაფარება ხდებოდა, როგორც პასუხისმგებელი, ხელმძღვანელი პირებისთვის, ისე...

“ხელის დაფარება ხდებოდა, როგორც პასუხისმგებელი, ხელმძღვანელი პირებისთვის, ისე უშუალოდ ამ უკანონო ბრძანების აღმასრულებლისთვის” – ბექა ბასილაია მაკო გომურის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმიანება

2019 წლის 20 ივნისს ე.წ. ,,გავრილოვის ღამეს”, აქციის დაშლის დროს, დაზარალებულმა აქტივისტმა, მაკო გომურმა, რომელმაც დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ:

,,ზლაზვნით და ტაატით დაიწყეს თავის დროზე გამოძიება, არ სურდათ გამოძიების წარმოება. ჩვენ შემდეგ ვხედავდით, როგორ შეფერხებით მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი.

ფაქტიურად, იმის ნაცვლად, რომ სიმართლისთვის ნათელი მოეფინათ, სინამდვილეში – ხელის დაფარება ხდებოდა, როგორც პასუხისმგებელი, ხელმძღვანელი პირებისთვის, ისე უშუალოდ ამ უკანონო ბრძანების აღმასრულებლისთვის“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციისათვის: მაკო გომური, თავის სარჩელში, ყურადღებას ამახვილებს აქციების დაშლის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენებისთვის დღეისათვის მოქმედ ნორმებს, რასაც ადამიანისათვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს. დაზარალებული მოითხოვ, რომ გაუქმდეს “პოლიციის შესახებ” კანონის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას სათანადო გარანტიების გარეშე ანიჭებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...