პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო...

კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით

პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს“, – თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ არაფერი იცის. შესაბამისად, მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორია.

აღნიშნული თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. მას წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. მგონია, რომ პოლიტიკოსმა ეს დეტალები არც უნდა იცოდეს. არსებობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც განუხორციელებიათ მსგავსი რეფორმები, პროექტები და მივყვებით მათ. ჩვენ ახალს ვერ გამოვიგონებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს შენიშვნა დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმების შესახებ, შეუძლია გამოხატოს, თუმცა შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებულად.

მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც არ ვაკეთებთ და გასაკეთებელია, გვითხარით. პრობლემა არ არის არც თანამშრომლობა და არც შენიშვნების მიღება. ეს ქალაქი ყველასია და იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა არასწორია. გვითხარით ის, რაც იქნება არგუმენტირებული, კვლევებით დამტკიცებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...