25 წლის წინ ჩაყრილი საფუძველი: სამების საკათედრო ტაძარი

41

ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაცია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, სადაც შეკრებილი იყო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული, წმინდა ადგილების ფოტოსურათები, დიდი ინტერესით იქნა მიღებული ინტერნეტ სივრცეში, დღეს კი გთავაზობთ წმინდა სამების საკათედრო ტაძართან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს:

სამების საკათედრო ტაძარი. შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა და სულიერი ამაღლება ერთობლივად. ტაძრის მშენებლობა 25 წლის წინ, 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყო. პირველი ღვთისმსახურება ტაძარში ჩატარდა 2002 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2004 წელს.
განსაკუთრებულით საოცარია სამება ღამით
სამრეკლო, სამების ტაძრის ტერიტორიაზე

ძალზე ამაღლებული განწყობა ეუფლება ადამიანს, როდესაც თვალიერებს სამების საკათედრო ტაძარს, ხოლო ტაძრის არქიტექტურის დათვალიერებისას და მასზე ამოტვიფრული ორნამენტების ნახვისას ძნელია თავი შეიკავო, რომ არ გამოხატო განსაკუთრებული აღფრთოვანება, ტაძარში შიგნით კი სრული საოცრებაა…

საოცრებაა ეკლესიის გარეთაც

ვფიქრობ, ფოტოსურათების ნახვისას შექმნილ ამაღლებულ განწყობას გააძლიერებს სამების ტაძრის ვიდეო კადრები

კომენტარები