ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე გიორგი ვაშაძის ბრალდებაზე: ამ ადამიანს ჰგონია,...

კახა კალაძე გიორგი ვაშაძის ბრალდებაზე: ამ ადამიანს ჰგონია, ისევ ის წლებია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ვერ მოიშალა ტყუილების თქმა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გიორგი ვაშაძის ბრალდებებს უპასუხა, რომლის მიხედვით, თბილისის მერია, თითქოს, არ ითვალისწინებს კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ გიორგი ვაშაძე ტყუილის მიზანმიმართულად გავრცელებაში დაადანაშაულა:

გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსსაც ვერ ვუწოდებ. შეურაცხყოფა იქნებოდა ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ. ამ ადამიანს ჰგონია, რომ ისევ ის წლებია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ეს ადამიანი იუსტიციის სამინისტროში „მოღვაწეობდა“. ის ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა იკადროს ასეთი ტყუილის თქმა. გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, თუ რა სქემებით უნდა რეაბილიტირდეს ქუჩები, როგორ უნდა იმოძრაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და აბსურდი. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, დღესაც გრძელდება. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ზედმიწევნით ითვალისწინებს „სისტრას“ რეკომენდაციებს და ვაშაძის ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

თავად ვუსმინე ამ განცხადებას, სადაც ის საუბრობდა, რომ თითქოს მათ კვლევაში დაწერეს, რომ არ შეიძლება საავტობუსო ზოლების გაკეთება იქ, სადაც ორი ზოლია და ჭავჭავაძის გამზირი ჰქონდა მოყვანილი მაგალითად. ძალიან დიდი ტყუილია და ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან ეს ადამიანები და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ მხარდაჭერა. პირიქით – ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩევლები და მხარდამჭერები. შედეგიც სახეზეა. ხედავთ, რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში. ერთნი არიან ეგენი. დღეს შეიძლება სხვა სახელი დაირქვას – სტრატეგია და რაღაც, ხვალ შეიძლება გადაირქვას, მაგრამ შინაარსობრივად და ვიზუალურადაც, რომ შეხედავ, ერთნი არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...