spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერ ვიტან 2 დეკემბერს, ხუთი წლის წინ ამ...

“ვერ ვიტან 2 დეკემბერს, ხუთი წლის წინ ამ დღეს გავიგე იას ხმა ბოლოჯერ…” – ბაჩანა შენგელია

დედის, პედაგოგ ია კერზაიას გარდაცვალების 5 წლისთავს ემოციური პოსტით იხსენებს იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩანა შენგელია:

ეს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო საერთო ფოტოა ❤️❤️

ვერ ვიტან 2 დეკემბერს, ხუთი წლის წინ ამ დღეს გავიგე იას ხმა ბოლოჯერ. შემდეგ კი იყო ჯოჯოხეთური ერთი კვირა, უიმედო იმედის დღეები… იყო ექიმი, რომელიც თვალს არ მისწორებდა და მე კი მის ნათქვამს გონებაში არ ვუშვებდი, წარმოდგენაც არ შემეძლო იას გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა, რადგან მანამდე ასეთი წუთიც არ მქონია ცხოვრებაში.

ყოველდღე ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა, არ ვიცი, შეიძლება მივაწვდინე კიდევაც, იმედია გადავეცი ის სიყვარული, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. ყოველ შემდეგ ნახვაზე, მისი სუნთქვა უფრო სუსტი მეჩვენებოდა, უფრო სწორად, ვფიქრობდი რომ მეჩვენებოდა, მაგრამ თუნდაც ყველაზე სუსტი არ მინდოდა შეწყვეტილიყო. მაინც შეწყდა 9 დეკემბერს, მაგრამ მხოლოდ სუნთქვა, რადგან მის მიერ გაცემული სიყვარული, სითბო და ბედნიერება მგონი მთელ სამყაროს ეყოფა❤️❤️

გვათბობს ყველას, გვაცოცხლებს და სტიმულს გვაძლევს. ზუსტად ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ და როგორ. რაზე ოცნებობდა, როგორ ქვეყანას აშენებდა მომავალი თაობისთვის და რა იდეალებით იცხოვრა.

ბედნიერი ვარ, დე, შენი შვილი რომ მქვია, ბედნიერი იქნება ანდრია შენი შვილიშვილი და ყველა ის ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც შენ კვალი დატოვე. მიყვარხარ უზომოდ, გაცილებით მეტად ვიდრე მანამდე, სანამ ორი დეკემბერი ფიზიკურად დაგვაშორებდა. და საოცრად, საოცრად მენატრები❤️❤️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...