კვირა, მაისი 19, 2024

“სპეციალურად ჩაატარეს უშველებელი კამპანია, მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო” – გიორგი ვოლსკი ოპონენტებთან მიმართებაში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით:

,,რადიო თავისუფლება” გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციაზე იდგა და დღემდე დგას. ამაში არაფერი შეცვლილა. რეალურად, როგორც წესი, რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულებებს აჟღერებს.

მარტო ხელისუფლებას არ მოეთხოვება ის, რომ უნდა იმუშაოს ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთად. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ფორმატი ყოფილიყო ყველასთვის ტრანსფარენტული, ხელმისაწვდომი და სპეციალურად ჩაატარეს უშველებელი კამპანია, მილიონები დახარჯეს იმაში, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის: ,,რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა მასალა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა წერია ევროკავშირის “გაფართოების დოკუმენტის” პროექტში და ამასთან ერთად, კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული