spot_img
მთავარისხვადასხვა"ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან" - ნინო ქადაგიძე

“ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან” – ნინო ქადაგიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ცალკეულ მოსამართლეთა მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. იგი ასევე ეხმაურება აშშ-ს მხარის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს:

,,ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებთ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან – ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის.

სასამართლოში შემოსვლა არ არის მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება და სტანდარტების შესაბამისობის დადგენა, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

აქედან გამომდინარე, ყველა გასაუბრება ბოლო პერიოდში ჩატარდა ღიად და საჯაროდ. თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და სასამართლო სისტემაში არ იქნა დაშვებული, მაშინ თქვენი და საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...