ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა საუბარი, რომ "ერთ დარბაზში და სივრცეში ოკუპანტთან...

“ახლა საუბარი, რომ “ერთ დარბაზში და სივრცეში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება” არის აბსოლუტური ფარისევლობა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ეუთოს სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით:

,,2010 წელს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული და ასტანის სამიტში იღებდნენ მონაწილეობას, სადაც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ, ვლადიმერ პუტინიც. ასე, რომ ახლა საუბარი ,,ერთ დარბაზში და სივრცეში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება” არის აბსოლუტური ფარისევლობა.

ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოვადგინოთ. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სხვა ქვეყნების მხრიდან და საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თემების დროს განიხილება“,  -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა...

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...