კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ 2020-2023 წლების სტრატეგიული და 2020 წლის სამოქმედო...

ცესკომ 2020-2023 წლების სტრატეგიული და 2020 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმა და 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს:

  • საარჩევნო კულტურა და განათლება
  • არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება
  • საარჩევნო სერვისები და ტექნოლოგიები
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემო
  • მართვის ეფექტიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება

2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილმა სტრატეგიული დაგეგმარების ძირითადმა გუნდმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე მოამზადა.

დოკუმენტი შემუშავდა წინა სტრატეგიული გეგმის განხორციელების შედეგების, ჩართულ მხარეთა მოლოდინების, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და ახალი გამოწვევების ანალიზის საფუძველზე. დოკუმენტის შემუშავების პროცესში სტრატეგიული დაგეგმარების ძირითადი გუნდი აქტიურად თანმშრომლობდა ცესკოს წევრებთან, აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცესკოს სწავლების ცენტრთან; ასევე გაიმართა კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან.

როგორც 26 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (რომელზეც დამტკიცდა ზემოაღნიშნული დოკუმენტები) ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ძირითადი გუნდის წევრებმა  აქტიურად იმუშავეს იმისათვის, რომ შექმნილიყო სრულფასოვანი დოკუმენტები საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს.

იხილეთ თანდართული დოკუმენტები:

2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმა

2020 წლის სამოქმედო გეგმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...