ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი "როგორ მოვძებნო მთავარი გმირი"...

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ მოვძებნო მთავარი გმირი” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?” ჩატარდა. სემინარს დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ამბის დრამატურგიის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ორდღიანი შეხვედრა თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებმა შეისწავლეს ამბის ისტორიად ქცევა, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზების მეთოდები. ამასთან ერთად კი, მიიღეს ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ რომელთა გარეშეც სრული სურათის შექმნა შეუძლებელია. სემინარის დასასრულს, მედიააკადემიამ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედია სტანდარტის განვითარებისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და სწავლებებს უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ ატარებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...