spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუკი რამ ლოგიკაში არათანმიმდევრულია, ეს არის ოპოზიციის განმარტებები,...

“თუკი რამ ლოგიკაში არათანმიმდევრულია, ეს არის ოპოზიციის განმარტებები, სხვათაშორის, არათავსებადი ევროპულ რეკომენდაციებთან” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის როლსა და ჩართულობაზე ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესში, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ნაწილში:

,,სამწუხაროდ, უფრო დიდი ნაწილი ოპოზიციისა კვლავაც, რა თქმა უნდა, იმ მიზეზების ძიებას დაიწყებს, რაც შეიძლება პიარულად გამოადგეთ იმის ასახსნელად – <იქნება, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ ეს მართლაც ფარსი, მაგრამ ახსნილი> – რომ მათთვის, მაგალითად, რაიმე მიზეზის გამო არ არის საინტერესო ან გამართლებული სამუშაო ჯგუფებში მუშაობა.

მე მგონი, თუკი რამ ლოგიკაში არათანმიმდევრულია, ეს არის ოპოზიციის განმარტებები, სხვათაშორის, არათავსებადი ევროპულ რეკომენდაციებთან. იმიტომ, რომ ევროპული რეკომენდაციები არაერთხელ მოვისმინეთ, რომ არ შეიძლება იყოს, მაგალითად, პერსონაზე ორიენტირებული, პერსონალურ მიდგომებზე დაფუძნებული.

მიუხედავად ამისა, ძალუმად კი არა, პრაქტიკულად, ძალადობრივად, ოპოზიცია დღემდე ამტკიცებს, რომ სხვა ამოცანა დეოლიგარქიზაციაში არ არსებობს, გარდა ერთი კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლისა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...