spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა ვუთხრათ “არა!” ნეგატივზე აგებულ ორ პოლუსიანი პოლიტიკური...

“უნდა ვუთხრათ “არა!” ნეგატივზე აგებულ ორ პოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მთავარ აქტორებს, რომლებიც მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს გვაჩეჩებენ გაუთავებლად” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით და პოლიტიკური პროცესის წარმართვის თვალსაზრისით თავის ხედვას წარმოადგენს:

მამუკა ხაზარაძის გზავნილის – “შუა უნდა შეიკრიბოს” მხოლოდ ორი პოლუსის მიღმა დარჩენილი პარტიების გაერთიანების კუთხით გაგება, ჩემის აზრით, არასწორია და სრულად არ ასახავს ამ მოწოდების, შეიძლება ითქვას ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტიკური პროცესი მთლიანად აგებულია “შუა უნდა გაიკრიფოს” ნეგატიურ, დაპირისპირებაზე, შუღლზე და სიძულვილზე აგებულ პრინციპზე, ორპოლუსიანობის ფორმირებაზე.

ეს პოლუსები ქმნიან ერთგვარ ანტაგონისტურ სიმბიოზს. ერთმანეთს ურთიერთ სიძულვილით კვებავენ, აძლიერებენ და ამით გზას უკეტავენ სახელმწიფოებრივი განვითარების პოზიტიური, წინსვლაზე ორიენტირებული დღის წესრიგის ფორმირებას. ხლიჩავენ და აპირისპირებენ მთლიანად საზოგადოებას.

“შუა უნდა შეიკრიბოს” გზავნილში პარტიების გაერთიანებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი მიზნების და ამოცანების გარშემო.

სწორედ ამ გზავნილის გაგება და რაც მთავარია მიღება დაასრულებს ყბადაღებული პოლარიზაციის თემას, რაზეც ამდენს ვსაუბრობთ და ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს.

როგორ?

ძალიან მარტივად – უნდა ვუთხრათ “არა!” ნეგატივზე აგებულ ორ პოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მთავარ აქტორებს, რომლებიც მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს გვაჩეჩებენ გაუთავებლად, აგრესიულად და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას გვიხერგავენ.

მათ მხოლოდ ურთიერთ სიძულვილი კვებავს და გვარწმუნებენ, რომ მთავარი ამოცანა ერთმანეთის დამარცხებაა.

ეს არის ომი, რომელიც არასდროს მთავრდება და მხოლოდ ფიტავს და ანადგურებს სახელწიფოს და საზოგადოებას.

თუ გვინდა რეალური განვითარება, ჩვენ პროცესს უნდა შევუცვალოთ პოლუსი, მინუსი უნდა ვაქციოთ პლიუსად და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არა ვიღაცის დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვებაა.

ზუსტად ამიტომ არის “შუას შეკრების” გზავნილი მნიშვნელოვანი. საქართველო, მისი მომავალი ზუსტად აქ, შუაში გახლავთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...