პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ,,ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში წარდგენილ 9 პუნქტიან ინიციატივაზე და ასევე განცხადებაზე, სადაც საუბარია, რომ საქართველოში 25 000-ზე მეტი რუსული კომპანია ფუნქციონირებს:
,,ჩვენ, ჩვენი სანქციებით, რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ, საკუთარ ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას მივაყენებთ. ეს არის ამ ომის და ღალატის პარტიის მთავარი მიზანი – რამენაირად დააზიანოს საკუთარი ქვეყანა და ,,ლელოც“ ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ შენ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის ,,ლელოს“ სულისკეთება ისევე, როგორც მთლიანად კოლექტიური ,,ნაც.მოძრაობის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის: პარტია ,,ლელო ოარტნიორობა საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ,,25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი.
მოვუწოდებ შრომის ინსპექციას და სახელმწიფო უწყებებს, დროულად დაადგინონ, რა საქმიანობას ეწევა 22 582 უცნობი, რუსული, ოკუპანტი ქვეყნის კომპანია ჩვენს ქვეყანაში“.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


