spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის...

“თუ ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანა:

ვფიქრობ, ზოგადად, არავის დაკავება და ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანეს ცხრა წლის განმავლობაში, ისეთი რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, იყო ხელისუფლებაში და შენი ქვეყნის მოსახლეობას აკადრო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას? არა, პირიქით, დღესაც იგივეს განაგრძობენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ – თავიანთ ტელევიზიებს სიძულვილისთვის, ადამიანების დაპირისპირებისთვის, შანტაჟი, ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის მათი ხელწერა.

შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...