spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ამისთვის...

“ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, პირველ რიგში” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” წერილი გამოაგზავნა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სადაც პოლიტიკურ შეფასებების აკეთებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

ჩემი პოზიცია ენმ-ის პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით:

მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე, ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი – ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი.

ამავე დროს მე სრულად ვიწონებ და მხარს ვუჭერ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გვეთხოვა პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი შემადგენლობისთვის უკან დაბრუნება და პროცესებში აქტიურად ჩართვა.

მე, ჩემის მხრივ, მზად ვარ, ვიყო მათი ჩართულობის აქტიური გარანტი და ეს ჩართულობა უნდა გამოიხატოს ახალ ინიციატივებში და პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაში.

ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის! ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, პირველ რიგში. გელით 23-ში!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...