ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთელი ეს შაბათ-კვირა ცემა-ტყეპა მიდის აქ ქალების -...

“მთელი ეს შაბათ-კვირა ცემა-ტყეპა მიდის აქ ქალების – არ ინდობენ არავის. ესე სადისტური მოქცევა, ჩვენ პირველად ვნახეთ” – ვარლამ გოლეთიანი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეების დასაცავად პროტესტი გრძელდება. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა:

,,პრაქტიკულად ორი დღეა, მთელი ეს შაბათ-კვირა, ცემა-ტყეპა მიდის აქ ქალების – არ ინდობენ არავის. ესე სადისტური მოქცევა, ჩვენ პირველად ვნახეთ საერთოდ, რომ პოლიცია ასე იქცევა.

ახლა უბრალოდ, რა არგუმენტი ექნებათ, დღეს მაინც, ყველას შეუძლია ისედაც ამ კარიდან საშვით შესვლა.

ახლა, ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ამ შემთხვევაშიც აგვეკრძალება ტერიტორიაზე შესვლა, თუ როგორ იქნება, მინდა, რომ გავარკვიოთ. ახლა ვაპირებთ, რომ მივიდეთ და ვიკითხოთ.

აქამდე ვხედავთ, რომ პოლიციის ძალით, უბრალოდ, ჩაყენებული ჰყავდათ და ვხედავდით, როგორც განვითარდა მოვლენები.

დანარჩენი ვითხოვთ, რომ გამოგვეხმაუროს, მინისტრმა როგორღაც გააკეთოს განცხადება. იმიტომ, რომ ვხედავთ, პირდაპირ რეპრესიებს აწარმოებენ პოლიციის მეშვეობით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“ამ 13 წელიწადში ცხოვრების დონე 10 ჯერ ნამდვილად არ გაუმჯობესებულა… ჯარიმები გაძვირდა 10...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ჯარიმების ოდენობის გაზრდას ქვეყანაში სხვა მონაცემების...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...