ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაკომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" დაასანქცირა და პოლიტიკური რეკლამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” დაასანქცირა და პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა

კომუნიკაციების კომისია სანქციას უწესესებს ტელეკომპანია „მთავარი არხს“, რადგანაც მიაჩნია რომ არხი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. კომისიამ წერილობით გააფრთხილა „მთავარი არხი“ და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ.

მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია.

კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

შეგახსენებთ, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მაუწყებლებმა სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, 2019 წელს არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაშვების მიზნით, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას...

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...