spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოზარ სუბარი - საოცრებაა როდესაც პატიმართა მაღალ მაჩვენებელზე...

სოზარ სუბარი – საოცრებაა როდესაც პატიმართა მაღალ მაჩვენებელზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ

იუსტიციის სამინისტრო არის ის უწყება, რომელსაც ყველაზე ბევრ მოქალაქესთან უწევს შეხება. მარტო ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში 5 მილიონი მოქალაქე მივიდა, მაშინ როდესაც მოცდის დრო 2 წუთზეა ჩამოსული, ნამდვილად წარმოუდგენელი შედეგია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

სოზარ სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში პატიმრების წამებისა და საპატიმროებში მძიმე მდგომარეობის გამო ხშირი იყო პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები.

ნამდვილად, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა. საშუალოზე ორჯერ მაღალი მაჩვენებელია. საოცრებაა როდესაც ამაზე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, 6000 პატიმარი გვყავდა. 4 წელიწადში 400%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი, 24 ათასზე ავიდა და მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა აშშ-სა და რუსეთის შემდეგ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის თქმით, წინა ხელისგულებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შემცირდა C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა და სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რაოდენობა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...