spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერგო ჩიხლაძე: "შეხვედრაზე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც...

სერგო ჩიხლაძე: “შეხვედრაზე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში ვიზიტის დროს”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართეს.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არსებული საკითხები იყო განხილული.

მისივე თქმით, რობინ დანიგანმა თავიდანვე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით:

ეს არის პირველი გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან, მან ძალიან მკაფიოდ ასახა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. მათ შორის იყო USAID-ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ის, რომ თითქოს დასავლეთს ომი უნდა.

მან ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს აშშ-ს ელჩი არ შეეგუება, შესაბამისად მოლოდინიც ასეთია.

შეხვედრაზე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...