სემეკის გადაწყვეტილებები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით

83

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სემეკმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. გაგაცნობთ მიღებულ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა კომპანიებთან მიმართებაში:

სემეკმა იმსჯელა „ენგურჰესის“, „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოებისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფებთან დაკავშირებით და შეამცირა. ასევე, შემცირდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი. შემცირება (კორექტირება) განპირობებულია მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპებით.

ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი შეადგენს 1.358 თეთრი/კვტ.სთ-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 1.818 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 0.460 თეთრით).

შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტ.სთ. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 4.002 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 1.796 თეთრით).

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.013 თეთრი/კვტ.სთ-ით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 1.323 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 0.310 თეთრით).

კომისიის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56. 928 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.929 თეთრ/მ3-ს).

სს „საქორგგაზის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.990 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.999 თეთრ/მ3-ს).

ახალი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2020 წლის 1 ივლისამდე. ახალი კანონმდებლობის საფუძველზე დროებითი ტარიფის დადგენა განპირობებულია იმით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ შორის, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების განაწილების ტარიფში ასახვის პირობებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, კომისია იმსჯელებს კომპანიებისთვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე.

 

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მექანიზმების გათვალისწინებით, გრძელვადიანი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნება არსებული განაკვეთის ოდენობით შესაძლებელი იქნება ე.წ. „სოციალური გაზის“ შესასყიდი ფასის შემცირებით.

 

სემეკმა აგრეთვე იმსჯელა, ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფები პირველად დაადგინა და აღნიშნული ტარიფების გადათვლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში აღარ იგეგმება. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ მიწოდების ტარიფი შეადგენს 25.013 თეთრი/მ3-ს, ხოლო სს „საქორგგაზისთვის“ – 25.007 თეთრი/მ3-ს.

ორივე კომპანიის შემთხვევაში 2020-2022 წლების პერიოდზე განისაზღვრა ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

რაც შეეხება განაწილების საქმიანობის ტარიფს, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 1 ივლისის ჩათვლით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ განისაზღვრა 21.336 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო სს „საქორგაზისთვის“ – 21.395 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

სემეკის გადაწყვეტილებით შპს „თელავგაზის“ სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა. კომისიამ იმსჯელა შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე.

შპს „თელავგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 53.018 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 53.023 თეთრ/მ3-ს).

კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 20.444 თეთრი/მ3-ის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 22.592 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა 1.895 თეთრი/მ3-ით.

 

შპს „თბილისი ენერჯის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან უცვლელია და შეადგენს 46.137 თეთრი/მ3-ს. აღნიშნული ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 46.139 თეთრი/მ3).

შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 26.810 თეთრი/მ3-ის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 10.395 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა 1.895 თეთრი/მ3-ით.

შპს „ვარკეთილაირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 48.678 თეთრი/მ3.. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 48.690 თეთრი/მ3).
ამ კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 28.355 თეთრი/მ3, განაწილების საქმიანობის ტარიფმა -11.002 თეთრი/მ3, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3 ით განისაზღვრა.

სს „ენერგოკავშირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 49.444 თეთრი/მ3. (ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით). (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 49.526 თეთრი/მ3).
კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 28.761 თეთრი/მ3-ის ოდენობით; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 11.245 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი – 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

სს „საჩხერეგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 51.415 თეთრი/მ3. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 51.447 თეთრი/მ3).
რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 27.994 თეთრი/მ3-ის ოდენობით; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 13.683 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი – 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

კომენტარები