spot_img
მთავარიარჩევნები"ქართულ ოცნებას" იმდენად ეშინია 2024 წლის არჩევნების, რომ...

“ქართულ ოცნებას” იმდენად ეშინია 2024 წლის არჩევნების, რომ ცდილობს მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს – გიორგი ვაშაძე ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობაზე

მთავარი კითხვა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, თუ რატომ უნდა “ქართულ ოცნებას” ძველი პირადობის მოწმობები დატოვოს კვლავ მოქმედებაში, უფრო სწორად გაახანგრძლივოს მისი მოქმედების ვადა, იმიტომ, რომ მას არ აქვს შანსი მოიგოს არჩევნები და უნდა, რომ გაყალბების მექანიზმები დაიტოვოს ხელში“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში მანიპულაციისა და გაყალბების მექანიზმებს უადვილებს.

მისივე თქმით, 2011 წელს ID ბარათების დანერგვა არჩევნების გაყალბების მექანიზმების დასრულებას ემსახურებოდა:

მთავარი კითხვა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, თუ რატომ უნდა “ქართულ ოცნებას” ძველი პირადობის მოწმობები დატოვოს კვლავ მოქმედებაში, უფრო სწორად, გაახანგრძლივოს მისი მოქმედების ვადა, იმიტომ, რომ მას არ აქვს შანსი, მოიგოს არჩევნები და უნდა, გაყალბების მექანიზმები დაიტოვოს ხელში.

2011 წელს, ჩემ მიერ იქნა იცინირებული ID ბარათების პროექტი, 2013 წლისთვის, ამ პროექტის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა ID ბარათი და ძველი პირადობის მოწმობები უნდა გაუქმებულიყო. დღეს არის 2023 წელი, ამ დრომდე „ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ე.წ. “ლამინირებულ” პირადობის მოწმობებს ვადა გაუხანგრძლივოს, რათა არჩევნების მანიპულაციისა და გაყალბების მექანიზმები შეინარჩუნოს.

IRI -ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ცალსახად აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს, შესაბამისად ის ცდილობს, რომ რაღაც მექანიზმებით შეინარჩუნოს არჩევნებზე შედეგის დადების შესაძლებლობა. ამის მაგალითია ძველი პირადობის მოწმომები, ამის მაგალითია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციის, ამერიკელ და ბრიტანელ კონსულტანტებს არ უშვებენ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ შედეგის.

არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ არჩევნებში მაღალი შედეგი დაედოს ღიად პრორუსულ ძალას, დღეს კი “ქართული ოცნება” არის ღიად პრორუსული ძალა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამაზე არის ჩამოყალიბებული აზრი და შესაბამისად კარგად იცის, რომ ერთადერთი გზა არის როგორმე გაყალბების მექანიზმები შეინარჩუნონ. უფრო მეტიც, მომდევნო არჩევნებზე აღარ იქნება მაჟორიტარული არჩევნები და შესაბამისად, მეორე ტურები, რომელიც აძლევდა “ოცნებას” არჩევნების შედეგებით მანიპულაციის საშუალებას. შესაბამისად დღეს, ფრიდონ ინჯიას ხელით, პარლამენტში შემოაგდეს კანონპროექტი, რომლითაც უნდათ, რომ ლამინირებული პირადობის მოწმობა დატოვონ მოქმედებაში.

ფაქტობრივად, აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც უნდათ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და მსგავსი დოკუმენტი არის მოქმედებაში. ჩემო კარგებო, ყველა არგუმენტი, რომელიც დღეს მოყავთ, რომ მაინც უნდა შეინარჩუნონ, არის აბსურდული. ასე შეიძლებოდა ჩვენთვისაც ეთქვათ, რომ საბჭოთა პასპორტები დაგვეტოვებინა მოქმედებაში და არ გაგვეცა პირადობის მოწმობა, იმიტომ, რომ ძველ, ლამინირებულ პირადობის მოწმობაზეც ამბობდნენ, რომ ეშმაკია ჩასახულიო – ეს ხომ აბსურდული არგუმენტია.

ტესტი არის მარტივი – ID ბარათებზე კანონი მიღებულია, რომ „ლამინირებული“ პირადობა აღარ უნდა იყოს მოქმედებაში, ახლა “ქართული ოცნებას”იმდენად ეშინია 2024 წლის არჩევნების, ცდილობს, რომ მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, “ლამინირებული” პირადობის მოწმობები შესაძლოა ჩვეულებრივი პრინტერით გაყალბდეს, ამიტომ ჩემი ინიციატივა იყო, რომ ID ბარათებით დახურულიყო ძველი პირადობის მოწმობებით გაყალბების მექანიზმები საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...