spot_img
მთავარიარჩევნებიგიორგი ვაშაძე - მომავალ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა"...

გიორგი ვაშაძე – მომავალ არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიცია პირველ ადგილზე გავა, “ქართული ოცნება” კი დამარცხდება

გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა, „ქართული ოცნება“ კი დამარცხდება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნება“ მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მეტი ერთობისკენ მოუწოდებს:

გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, გავა პირველ ადგილზე.

პრორუსულ ძალას არასდროს ჰქონია ქვეყნის მართვის მანდატი და დღეს „ქართული ოცნება“, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, არის ღიად პრორუსული ძალა და აქედან გამომდინარე ის ვერ მოიგებს არჩევნებს.

IRI -ის კვლევის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი გამონაკლისი პარტია, რომლის რეიტინგიც გაიზარდა, მაგრამ იმისთვის, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის. ჩვენ ვაყალიბებთ „გამარჯვების კოალიციას“ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში რაიმე სახის გამარჯვების შანსი არ დავუტოვოთ.

ეს კვლევა მიმანიშნებელი უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომ როგორც ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გადავდგით ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ, ასე უნდა გადადგან ნაბიჯი და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი პრობლემა აღარ იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ეს პრორუსული, ბნელი ძალა ჩამოვაშოროთ ქვეყნის მართვას.

ყველა ოპოზოციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ. მე, როგორც „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ ვაწყობ სტრატეგიას თუ ვინ ვისთან გაერთიანდება, ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე და გავალთ კიდეც და ამას მოწმობს აღნიშნული კვლევებიც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...