spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი,...

“ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი და ქვეყანა” – კახა კალაძე

ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეეშალოს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი.

გარე მტერს მოერევი, გაუმკლავდები იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინო. თუმცა, შენივე ქვეყნის წარმომადგენლები რომ დარბიან ყველგან, რათა ხელი შეუშალონ შენს ქვეყანას, მომავალს, იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? საერთოდ როგორ აქვთ ამ ადამიანებს პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნის.

არ მიკვირს, რადგან ისინი არ შეცვლილან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, აჩვენეს მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ გაბედო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც მათ აკეთეს. დღეს, კი ქვეყანას და მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...