შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც...

სიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც მე ვარ – გოჩა დათუსანი

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ და ამ საქმეში მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის უდიდეს ღვაწლზე წერს სოციალურ ქსელში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის მომღერალი გოჩა დათუსანი:

“სიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც მე ვარ!

მინდა, პირველ რიგში მივულოცო ყველას ვაჟა ექიმის გათავისუფლება და ასევე, მინდა მოგიყვეთ ის, რასაც მე თავად შევესწარი და რაც არის ნამდვილი სიმართლე.

რამდენიმე დღის წინ მოვინახულე ყველასათვის საამაყო ბატონი პაატა ბურჭულაძე. ჩვენი ერთად ყოფნის დროს დაიწყო მართლაც ისტორიული პროცესი: პაატა ბურჭულაძე მუშაობდა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად!

ვაჟა ექიმის მეუღლე დაუკავშირდა მაყვალა ქასრაშვილს და სთხოვა ცნობილ მომღერალთან ვერონიკა ჯიოევასთან დარეკვა, რათა მას ეშუამდგომლა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის.(ვერონიკა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი უახლოესი მეგობრები არიან ერთმანეთის).

ქალბატონ მაყვალას უთქვამს: ვერონიკა პაატა ბურჭულაძის დიდი თაყვანისმცემელია და მარტო მას შეუძლია ამის გაკეთებაო. ამის შემდეგ დარეკა ბატონი ვაჟას მეუღლემ პაატასთან.

ვერონიკას დაურეკა პაატა ბურჭულაძემ ჩემს თვალწინ (ჩემს გარდა იქ იყვნენ თეო ჯორბენაძე და პაატას შვილები) და დაახლოებით ასეთი სიტყვები უთხრა: ვერონიკა, სამუდამოდ შენს ვალში ვიქნები, ოღონდ დაგვეხმარე, დავიბრუნოთ ვაჟა გაფრინდაშვილიო.

ცოტა ხანში ვერონიკა ჯიოევა ურეკავს პაატას და ეუბნება – ველაპარაკე ბიბილოვს და ვუთხარი: ცხოვრებაში არაფერი მითხოვია შენთვის, ახლა გთხოვ, გაათავისუფლე ვაჟა გაფრინდაშვილი. ბიბილოვმა დაპირდა, აუცილებლად შევიწყალებო. პაატა კიდევ ეკითხება – შეწყალება შეიძლება ახლაც და ერთი წლის შემდეგაც. თქვას, როდის შეიწყალებს. ამის შემდეგ პაატამ დაურეკა ვაჟა ექიმის მეუღლეს და უთხრა: შეწყალება ნამდვილად შედგება! ამის შემდეგ ისევ რეკავს ვერონიკა ჯიოევა და ეუბნება: მალე შეიწყალებს, რაზეც პაატა ეუბნება – ახლა კიდევ დაურეკე ბიბილოვს და ჰკითხე ახალ წლამდე გამოუშვებს თუ ახალი წლის შემდეგო. კიდევ დარეკა ვერონიკამ და თქვა: არ გვეუბნება პრინციპულად, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ეს მოხდება ახალ წლამდე, რამდენიმე დღეში. პაატამ დიდი მადლობები უხადა მას და ქალბატონ თამილას აცნობა ყველაფერი. თან სთხოვა, საიდუმლოდ დარჩენილიყო ეს ამბავი, რომ საქმე არ გაფუჭებულიყო.

დღეს დილით მირეკავს თეონა ჯორბენაძე და მეუბნება: ვაჟა ექიმი თავისუფალია! ჩემს თვალწინ სწორედ პაატა ბურჭულაძემ და მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა და სიყვარულმა გაათავისუფლა ბატონი ვაჟა!”, – აღნიშნავს გოჩა დათუსანი.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...